თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, გაიმართა სტუდენტების შეხვედრა კომპანია Traveline Tourism-ის დამფუძნებელთან და დირექტორთან, ბატონ ბექა ჩიხრაძესთან.
შეხვედრაზე ბატონმა ბექა ჩიხრაძემ სტუდენტებს თავისი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ტურისტული ინდუსტრიის პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრა. სტუდენტებმა დისკუსიაში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და სტუმარს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.
შეხვედრა შედგა ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის „შეხვდი ინდუსტრიის ლიდერებს" ფარგლებში. პროექტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს და გაეცნონ მათ პროფესიულ გამოცდილებას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (Georgian Tourism Association, GTA) მხარდაჭერით.